რუსეთმა ოდესას დაარტყა, დაშავდა 5 ადამიანი, დაიწვა ავტობუსები, დაზიანდა სახლები

რუსულმა ძალებმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელეს – სატრანსპორტო საწარმოზე დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის საოლქო- სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, ერთ-ერთ ავტოპარკზე თავდასხმის შედეგად ექვსი ავტობუსი დაიწვა, დაზიანდა კიდევ 11 ავტობუსი და ექვსი მსუბუქი ავტომობილი.
ასევე დაზიანდა სანატორიუმის შენობა და ოთხი კერძო სახლი.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.