მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 13:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ „კლოუნად“ სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული – ლევან მახაშვილი

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 12:17 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ყოფილი პრეზიდენტის ციფრული ილუზია და ალტერნატიული რეალობა – “ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ” – მიხეილ სააკაშვილი მის ავატარს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს. საკუთარი ციფრული ანალოგის შექმნა პატიმარმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დააანონსა. თავი ნელსონ მანდელასთანაც გააიგივა და თქვა, რომ მის მსგავსად საპატიმროდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოვა.

ექსპრეზიდენტის მორიგი უტოპიური განცხადებები, მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ პალატიდან საკანში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილის ხელახლა გამოკვლევისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საქმე ჩვეულებრივ კლოუნადას ეხება.

“ჩვეულებრივ კოლონადასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი, ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული. ყოფილი პრეზიდენტი ამ დონემდე მივიდა, ღიმილისმომგვრელია, მეტი სხვა განცხადების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. რაც არ უნდა ახალი, აბსურდული განცხადებებით დააანონსოს, ყველამ კარგად იცის, ვინ არის ეს ადამიანი, ის არის მკვლელობების, წამების სისტემის შემქმნელი. ეს იქნება მისი ახალი ავატარის შინაარსიც”, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.