მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 20:45
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საქართველოში მთვრალი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს…- რა მოწყობილობების დანერგვას გეგმავს მთავრობა

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 18:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. შესაბამისი სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი ავტომობილის დაქოქვას ვერ შეძლებს.

ე.წ. ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობა ავტომობილში დამონტაჟებული სისტემაა, რომელიც მძღოლის მიერ მანქანის დაქოქვამდე ალკოჰოლის შემცველობას ამოწმებს. თუ მოწყობილობა დასაშვებზე მეტ ალკოჰოლს დააფიქსირებს, ავტომობილის ძრავა არ ჩაირთვება.

მთავრობის ინიციატივის მიზანი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენცია და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაა.

სისტემის დანერგვის შემთხვევაში, ის შესაძლოა განსაკუთრებით გამოიყენონ იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის გამო უკვე ჰქონდათ სამართლებრივი პრობლემა.

ინიციატივის დეტალები, მათ შორის, რომელ ავტომობილებზე და რა კატეგორიის მძღოლებისთვის იქნება მოწყობილობის გამოყენება სავალდებულო, ამ ეტაპზე ზუსტდება.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობა შესაბამისი რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობს… სრულად