მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 21:59
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრი გახდა

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 20:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრი გახდა.

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ცნობით, ასოციაციის წევრობა მედიცინის ფაკულტეტს შესაძლებლობას მისცემს, აქტიურად ითანამშრომლოს ევროპის სხვადასხვა სამედიცინო სკოლასთან სამედიცინო განათლების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის, კვლევის, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კუთხით.

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას სამომავლოდაც გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.