მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 20:24
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

“ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ” – მიხეილ სააკაშვილი

Ambebi.ge 12 აგვისტო, 2026 · 18:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

“ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი, რაც მისი შეფასებით, რუსეთის „ეკონომიკური ვასლობის“ შედეგია.

სააკაშვილი მმართველ გუნდის „მესიჯბოქსებს“ ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ სცენარს ადარებს და განმარტავს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება საზოგადოებაში კოგნიტიური დისონანსის დანერგვას.

„ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის! იქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ და ბენზინიც ძალიან ძვირია. სწორედ ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი. აი ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ.

ეს “რუსოფობიასთან” მებრძოლი უთავმოყვარეო მთავრობა ჩვენ რომ გვადანაშაულებს რუსეთს მიჰყიდეს ყველაფერიო, სულ გაიბლანდნენ თავის მესიჯბოქსში – რუსეთს მივყიდეთ ყველაფერი და ტურისტებს ვეფერებოდით თუ რუსეთს ვაღიზიანებდით? ორივე როგორ იყო ერთდროულად შესაძლებელი?

დაიწყევლოს მართლა ის დღე, ივანიშვილს ცოლი რომ მოუყვა ორუელზე, რომლის იდეები ასე ჩაუჯდა თავში დიქტატორს, რომ ომი და მშვიდობა, მტერი და მოყვარე ერთი და იგივეა, მიშა რუსებს უწვებოდა და თან აღიზიანებდა. ხოლო ქოცები, როგორც ცხოველთა ფერმის ერთგული მაცხოვრებლები, ისტერიულად იმეორებენ ამ ორუელურ-ივანიშვილურ კოგნიტიურ დისონანსს”, – წერს სააკაშვილი.