მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 18:13
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ყვარელში ავტორბოლის დროს არასრულწლოვნის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ 2 პირს ბრალი წარუდგინა – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 16:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილ იქნა ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, მათგან ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში