ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა აღნიშნა, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა ონკოლოგიური დიაგნოზის ფონზე საგრძნობლად გაუარესდა.
„დაავადებამ პროგრესირება განიცადა და მეტასტაზები როგორც ძვლებში, ისე სხვა ქსოვილებში გავრცელდა. ეს პროცესი ძალიან მტკივნეულ და ფიზიკურად დამღლელ ფორმებში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მამა მაინც აგრძელებს თავისი საქმიანობის შესრულებას“, – განაცხადა ჰანტერ ბაიდენმა.
მანამდე, ივნისში, ყოფილმა პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმაც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლაში სრული განკურნება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი 2025 წლის მაისში დაუსვეს.