მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 19:55
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე – ტერორიზმის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია

IPN.ge 15 ივლისი, 2026 · 18:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ტერორიზმის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარია, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებას, რომელმაც პაპუაშვილი ელისაშვილის დემონიზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სიცრუეა შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ალეკო ელისაშვილმა „ავტომატები შეიძინა, რათა დანაშაული ჩაედინა“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა და გამოძიებასთან ეთანამშრომლა.

„სხვათა შორს, მანიპულირებდა, თითქოს ვთქვი, მან იარაღი იყიდაო და ამას აბრალებო. მე თქვი “ეყიდა”. სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ ის ფიქრობდა, ხელში აეღო ტყვიამფრქვევი, დახვედროდა მოსამართლეებს, პროკურორებს და ჩაეცხრილა. პირდაპირ ეს თქვა სასამართლო პროცესზე. ეყიდა არ თქვა, მაგრამ არ ვიცი, სახლში თუ უდევს ტყვიამფრქვევი, ეს კიდევ სხვა პრობლემა არის. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადვოკატს ემოქმედა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებით და უარესი განცხადებები არ ეკეთებინა სასამართლოში, საიდანაც იმუქრებოდა კიდევ დამატებით ალეკო ელისაშვილი, სჯობდა მისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ეღიარებინა ბრალი, სასამართლოსთან ეთანამშრომლა. დანაშაული სასამართლომ დაადასტურა. ამას რომ სასჯელი მოჰყვებოდა, მგონი, თვითონაც კარგად ხვდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.