გომისმთაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

გომისმთაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, გომისმთაზე ხანძარი ერთმანეთის გვერდით მდებარე ხის სახლებს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი შენობა დაიწვა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.