მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 21:49
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 20:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.

Reuters-ის ცნობით, შეიარაღების ღირებულება 60-დან 70 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

„ეს ცნობები ცრუ და სრულიად უსაფუძვლოა. ჩინეთის როლი ყოველთვის იყო მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტის დასრულება“, – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩებოდა სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდიდა.