მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 21:31
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 20:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერებთან – ლანა გალდავასთან და ოთო ფარულავასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. ინფორმაციას „ძლიერი საქართველო – ლელო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წლებია სასმელი წყლის, გზისა და საბაზისო ინფრასტრუქტურის გარეშეა.

პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნება” სოფელში მხოლოდ არჩევნების პერიოდში ან მოსახლეობაზე ზეწოლის მიზნით ჩნდება, მაშინ როცა ადგილობრივების ყოველდღიური პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

„ირგანჩაის მოსახლეობა ამ ბრძოლაში მარტო არ დარჩება. კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელო” ადგილობრივების გვერდით იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სოფლის მრავალწლიანი პრობლემები გადაიჭრას,“ – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.