მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 04:11
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

IPN.ge 28 ივლისი, 2026 · 02:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. როგორც შსს-ში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.