მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 12:16
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში – არის მსხვერპლი

Ambebi.ge 15 აგვისტო, 2026 · 09:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


  • ინდონეზიაში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში, ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა.

აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის გუბერნატორმა, ემანუელ მელკიადეს ლაკა ლენამ განაცხადა, რომ მიწისძვრას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა მოგვიანებით გააუქმა.

მიწისძვრის შედეგად კუნძულ ფლორესზე სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, სკოლები, სამედიცინო რელიგიური დაწესებულებები დაზიანდა.