Reuters – ესპანეთის ანკლავ სეუტაში 5000-მდე მიგრანტი რჩება, მათ შორის 862 არასრულწლოვანია

ესპანეთის ანკლავ სეუტაში ათასობით მიგრანტი რჩება , – ინფორმაციას Reuters-ი ანკლავის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სეუტას ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაროკოელი მიგრანტების შეჭრის შემდეგ ანკლავის ტერიტორიაზე 3000-დან 5000-მდე მიგრანტი რჩება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ალბერტო გაიტანმა აღნიშნა, რომ მიგრანტებს შორის 862 არასრულწლოვანია.
ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მაროკოში დაახლოებით 69 500 მიგრანტი დაბრუნდა.
ასევე, მათივე ინფორმაციით, სეუტამდე მიღწევისას ესპანეთის მხარეს 72 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო მაროკოს მხარეს 11 ადამიანის.