მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 23:20
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, არის მსხვერპლი

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 22:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, რის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას ცნობით, დაღუპულებს შორის მაშველი და მისი რვა წლის ვაჟია.

რუსული ძალების იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

რუსების დარტყმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს.