მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 19:26
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 17:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 აგვისტოს საქართველოში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო]~, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.