ამ საკვებთან ერთად წამალს ნუ მიიღებთ – კომბინაციები, რომლებიც შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს

მედიკამენტების ეფექტურობა ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ დოზირებაზე, არამედ იმაზეც, თუ რას მივირთმევთ მათი მიღებისას.
ფარმაცევტები გვაფრთხილებენ, რომ გარკვეულმა საკვებმა და სასმელმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატის შეწოვა, მეტაბოლიზმი და მოქმედება, რაც მკურნალობას აფერხებს ან გვერდით ეფექტებს აძლიერებს.
6 საშიში კომბინაცია: რას მოვერიდოთ?
ფარმაცევტ ლინკოლნ კარდოსოს რეკომენდაციით, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ შეუთავსებლობებს:
ანტიბიოტიკები და რძის პროდუქტები: რძე აფერხებს ანტიბაქტერიული პრეპარატების შეწოვას. მათ შორის აუცილებელია უსაფრთხო ინტერვალის დაცვა.
სტიმულატორები, შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატები და ყავა: კოფეინი ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს.
ანტიკოაგულანტები და მუქი მწვანე ბოსტნეული: შესაძლოა ხელი შეუშალოს სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას.
წნევისა და ქოლესტერინის დამწევი საშუალებები და გრეიფრუტის წვენი: გრეიფრუტი ცვლის წამლის მეტაბოლიზმს, რაც საშიშია.
ცხიმიანი საკვები: ხშირად არღვევს პრეპარატის ათვისების პროცესს. განაგრძეთ კითხვა…