მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 21:30
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ბათუმში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 20:17 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ პირს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს – მათ შორის ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულ პირებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული პირები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.