გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მოვარდნილმა წყალმა გზები დააზიანა, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები კი დატბორა. ვრცელდება ცნობა ერთი დაღუპულის შესახებ.