მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 13:47
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გამოვლენილია მოზარდი ქილერების ჯგუფი – შეცდომით მოკლული 20 წლის ბიჭი და კიდევ უამრავი მსხვერპლი: რომელ ქვეყნამდე მივიდა კვალი მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ

Ambebi.ge 3 აგვისტო, 2026 · 10:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ევროპის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა მიაკვლიეს საშიშ დანაშაულებრივ ქსელს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობებისთვის მოზარდებს სოციალური ქსელებითა და მესენჯერებით იბირებდა. დაჯგუფება „ფოქსტროტს“, რომელსაც ირანის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი აქვს, სათავეში უდგას რავა მაჯიდი -კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ამჟამად თეირანში იმალება.

შეცდომით მოკლული სტუდენტი და “აუთსორსზე” აყვანილი ქილერები

ტრაგედია, რომელმაც ქსელის სისასტიკე კიდევ ერთხელ გამოაჩინა, სტოკჰოლმის გარეუბანში მოხდა. 18 წლის ატილა აზიმოვმა ცეცხლი გაუხსნა 20 წლის სტუდენტს, მურად აბდელკადერს, რომელიც „მაკდონალდსის“ ცვლიდან შინ ბრუნდებოდა. თავდამსხმელმა მსხვერპლს რამდენიმე ტყვია დაახალა, მათ შორის უკანასკნელი -თავის არეში. მოგვიანებით გაირკვა, რომ აზიმოვს მსხვერპლი შეეშალა და სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოკლა.

როგორც ევროპოლის წარმომადგენლები აცხადებენ, დაჯგუფება მოზარდებს „დაქირავებულ ქილერებად“ იყენებს. მათ დავალებებს კომპიუტერული თამაშების ინსტრუქციების მსგავსად აწვდიან, ჰპირდებიან დიდ თანხებს, თუმცა რეალურად თითქმის არასდროს უხდიან – შემსრულებლებს პოლიცია თითქმის ყოველთვის აკავებს, რაც დაჯგუფებას ფინანსურ „ხარჯებს“ უზოგავს.

“ისინი განზრახ ეძებენ რაც შეიძლება ახალგაზრდა მოზარდებს – მათ არ აქვთ გააზრებული საფრთხეები და უფრო ადვილად მიდიან რისკზე,“ – განმარტავს ჟურნალისტი-გამომძიებელი დიამანტ სალიჰუ.

ბრიტანეთამდე მიღწეული კვალი და ვიდეოთამაშის სცენარი

ქსელის მოქმედების მასშტაბს ადასტურებს 18 წლის ნორვეგიელი მოზარდის, იოჰანეს ნატლანდის შემთხვევაც. იგი ცოტა ხნის წინ ლონდონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის დაგეგმვაში.

ნატლანდი, რომელიც ნარკოტიკულ დამოკიდებულებას მკურნალობდა, ინტერნეტში სხვა მოზარდების საშუალებით დაუკავშირდა დაჯგუფების წარმომადგენელს, მეტსახელად „აგენტ 47“ (სავარაუდოდ, ალი შეჰად ახმედი, რავა მაჯიდის მარჯვენა ხელი).

დავალების შესასრულებლად ნორვეგიელ მოზარდს 270 ათასი ნორვეგიული კრონას (დაახლოებით $28,000) დაჰპირდნენ. მას ერთმხრივი ავიაბილეთი უყიდეს ინგლისში, სადაც Signal-ის საშუალებით უგზავნიდნენ ვიდეოინსტრუქციებს – როგორ ეპოვა ტყეში დამალული იარაღი და საიდუმლო სამალავში ტოტებით დაფარული გასამრჯელო. თუმცა, პოლიციამ მისი დაკავება მკვლელობის შესრულებამდე შეძლო.

ევროპული სპეცოპერაცია GRIMM და ირანული კვალი

მოზარდთა დანაშაულებრივ ქსელებთან საბრძოლველად 11-მა ევროპულმა ქვეყანამ (მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა) შექმნა ოპერატიული ჯგუფი GRIMM. 15 თვის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად:

  1. დაკავებულია 280-ზე მეტი ეჭვმიტანილი; ერაყში დააკავეს დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ალი შეჰად ახმედი („აგენტი 47“);ტუნისში აიყვანეს რეპერი მოჰამედ მოჰდიდი („მაუგლი“), რომელიც ქსელის მნიშვნელოვანი წევრი იყო.

გამოძიების მონაცემებით, „ფოქსტროტმა“ 2022 წლიდან დღემდე 35-ზე მეტი მკვლელობა და რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა დაგეგმა, მათ შორის კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან ხელყუმბარის აფეთქება.

შვეციის პოლიციისა და დაზვერვის ცნობით, ირანის რეჟიმი დაჯგუფების ლიდერს, რავა მაჯიდს იყენებს თავისი პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და ისრაელთან დაკავშირებული ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებისთვის. სანაცვლოდ კი, მაჯიდი თეირანში უსაფრთხო თავშესაფრით სარგებლობს

წყარო