მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 00:26
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

Prime Time 23 ივლისი, 2026 · 22:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

„23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”- ნათქვამია განცხადებაში.