მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 01:23
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუასა და მისი ყოფილი მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას საქმეზე განაჩენი 27 ივლისს გამოცხადდება

IPN.ge 24 ივლისი, 2026 · 00:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას ადვოკატის თამარ ლუკავას განცხადებით, საქმეზე განაჩენი 27 ივლისს გამოცხადდება.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის მოთხოვნაა შემაკავებელი ორდენი ძალაში დარჩეს.

„გადაწყვეტილება გამოცხადდება 27 ივლისს. დიდი იმედი გვაქვს , რომ თბილისის საქალაქო სასამართლო შემაკავებელ ორდენს ძალაში დატოვებს, რადგან უფრო მძიმე მექანიზმი ისეთი, როგორიც არის ელექტრონული ზედამხედველობა უკვე დამტკიცებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ. რადგან სააპელაციო სასამართლომაც მიგვითითა, რომ არის რისკი იმისა რომ შეექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ამიტომ დატოვა ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში. შემაკავებელი, მით უმეტეს უნდა დარჩეს“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.