გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს 08:00-დან 08:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კონკრეტულად, ელექტრომომარაგება შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში: ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ებნისი, ილტოზა, ლამოვანი, ცივდახევი და მიმდებარე სოფლებში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.