მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 20:44
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“თევზებს დავაბრალე, მაგრამ მიზეზი ჩემი ბიუსტჰალტერი აღმოჩნდა“ – უცნაური დიაგნოზი, რომელმაც 22 წლის გოგონას ცხოვრება შეცვალა

Ambebi.ge 21 აგვისტო, 2026 · 19:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

როდესაც 22 წლის მორგან ლი გოდენს ზურგზე პირველად გაუჩნდა გამონაყარი, იფიქრა, რომ ეს უბრალოდ ახალი თეთრეულისგან გამოწვეული ალერგია იყო. თუმცა, რამდენიმე დღეში ვითარება მკვეთრად გაუარესდა – გოგონას სახე და ტუჩები გაუსივდა, ხოლო სხეული მტკივნეული, წითელი ლაქებით დაეფარა.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ მას უთხრეს, რომ ეს, სავარაუდოდ, ალერგიული რეაქცია იყო და ურჩიეს, საძინებელი ოთახიდან ყველაფერი ახალი გაეტანა.

“ეჭვმიტანილთა” სიაში პირველი ადგილი დაიკავეს მორგანის საყვარელმა ოქროს თევზებმა – “ფლოუმ“ და “რიკმა“. მედიკოსების ვარაუდით, ალერგიას თევზის საკვები ან აკვარიუმის წყლის ბაქტერიები იწვევდა. გოგონამ გულნატკენმა “გააშვილა” ფარფლებიანი მეგობრები და ოთახიდან ლურჯი ხალიჩაც კი გაიტანა, თუმცა… გამონაყარი არსად გამქრალა.

საიდუმლო, რომელიც ტანსაცმლის ქვეშ იმალებოდა

სინამდვილეში, პრობლემა სულ სხვა რამეში იმალებოდა. მორგანმა შენიშნა, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდებოდა ვარჯიშის, ცურვის, სტრესისა და მჭიდრო ტანსაცმლის – კერძოდ, ბიუსტჰალტერისა და ე.წ. ლეგინსების – ტარების შემდეგ.

“გამონაყარი ზუსტად ჩემი ბიუსტჰალტერის ფორმასა და კონტურებს იმეორებდა. კანზე აუტანელ წვასა და ქავილს ვგრძნობდი – თითქოს ცეცხლი მეკიდა. პეპერონის პიცას დავემსგავსე,“ – იხსენებს მორგანი.

საავადმყოფოში ჩატარებული საფუძვლიანი გამოკვლევების შემდეგ, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს არ გახლდათ სტანდარტული ალერგია. მორგანს დიაგნოზად დაუსვეს ქრონიკული ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და ანგიოედემა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ჭარბად გამოყოფს ჰისტამინს, რაც იწვევს ქსოვილების შეშუპებას, გამონაყარს, ტემპერატურის მომატებასა და სხეულის გადახურებას.

ცხოვრება ახალი წესებით

დღეს მორგანი სიმპტომებს სპეციალური მედიკამენტებით აკონტროლებს, თუმცა იძულებულია, უარი თქვას მჭიდრო თეთრეულზე, ლეგინსებსა და ინტენსიურ ვარჯიშზე.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შიშსა და შფოთვას იწვევს (ჰისტამინის ჭარბმა გამოყოფამ შესაძლოა ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვიოს), მორგანი შვებას გრძნობს, რომ საბოლოოდ გაიგო სიმართლე და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სწორი მეთოდებით შეუძლია.