მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 03:40
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც მიმდინარე კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება

Prime Time 22 ივლისი, 2026 · 02:32 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

20-დან 26 ივლისამდე პერიოდი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის შეიძლება, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდეს. ასტროლოგების აზრით, ეს კვირა ახალ შესაძლებლობებს, შთაგონებასა და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლის შანსს მოგიტანთ.

მათი თქმით, 22 ივლისს ლომის სეზონის დაწყება კვირის მთავარი მოვლენა გახდება. ამ ნიშანში მყოფი მზე მოქმედებისკენ სწრაფვას გააძლიერებს. ზრდისა და იღბლის სიმბოლოს, იუპიტერის გავლენა კი ნებისმიერი წამოწყებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. გარდა ამისა, პლანეტების ჰარმონიული განლაგება ბევრს გადაწყვეტილებების მარტივად მიღებასა და მიზნებისკენ თავდაჯერებულად სვლაში დაეხმარება.

ასტროლოგები აღნიშნავენ: იღბლიანი გარემოებები თავისთავად შედეგს არ იძლევა. ამიტომ მომენტის ხელიდან გაშვება და ინიციატივის გამოჩენა აუცილებელია.

მშვილდოსანი
 
მშვილდოსნებისთვის ეს ცვლილებებისა და პერსპექტიული შესაძლებლობების დროა. ლომის სეზონის დაწყება გაბედული გადაწყვეტილებების, ახალი პროექტების წამოწყებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იდეალურ პირობებს შექმნის.

ასტროლოგები მათ რისკისა და კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ნიშნის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში სწორედ აქტიური მოქმედება დაეხმარება.

მორიელი
მორიელებს ეს კვირა წარსული შეცდომების გამოსწორებისა და ახალი ეტაპის დაწყების შანსს მისცემს. დაგროვილი გამოცდილების გამოსაყენებლად და გააზრებული გადაწყვეტილებების მისაღებად ხელსაყრელი პერიოდი დგება.

ასტროლოგების აზრით, ახლა საკუთარი სურვილების მოსმენა და წარსული მარცხის გამო ამბიციურ მიზნებზე უარის ართქმაა მნიშვნელოვანი. ახალი პერსპექტივები შეიძლება, იქ გამოჩნდეს, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად ელით…ვრცლად