მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 23:14
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დავინახე ოდისევსის ღრმა შინაარსი, პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, მისი ხელის მთხოვნელები – „ოპოზიციონერები“, პენელოპას მე უფრო შევესაბამები, ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ამას შეეწიროს – მიხეილ სააკაშვილი

Prime Time 2 აგვისტო, 2026 · 21:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ოდისევსი ბრუნდება 20-წლიანი ხეტიალის შემდეგ, აქ კი ხვდება მისი ცოლის, პენელოპას მრავალი ხელის მთხოვნელი, ისინი ყველანი ერთად ესხმიან თავს ოდისევსს დიდი გააფთრებით. ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები – ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, მისი ამოცანაა საქართველოს განვითარების გზაზე მყარად დაბრუნება.

„არა მხოლოდ მანდელაზე, არამედ ბრაზილიის პრეზიდენტ ლულაზეც ვისაუბრე, რომელიც პრეზიდენტობის მერე დაიჭირეს, გამოვიდა და ისევ პრეზიდენტი გახდა. ჩემს გამოსვლას ბოლო „სასამართლოზე“, რომელიც ოპოტელევიზიებმა ძალიან ცუდად გააშუქეს, ჩემს გვერდზე უფრო მეტი ნახვა ჰქონდა, ვიდრე საერთოდ ყველა ქართულენოვანი არხის ყველა ნიუსს და თოქშოუს ერთად აღებულს. ხალხის უმეტესობასაც ჩემს ამ ქარდზე მოცემულ განცხადებას ენთუზიაზმით შეხედა და აი, სხვების, განსაკუთრებით ოპოზიციონერების, რეაქციამ გამიჩინა ასოციაცია „ოდისევსის მოგზაურობასთან“. ეს წიგნი ადრეულ ბავშვობაში წავიკითხე და მაშინ თავისი ციკლოპებით, ჯადოქრებით და სირინოზებით უბრალოდ ზღაპრად აღვიქვი. ახლა კი ვნახე ახლად გამოსული ფილმი და დავინახე ოდისევსის ღრმა ფილოსოფიური შინაარსი. ოდისევსი ბრუნდება 20-წლიანი ხეტიალის შემდეგ, ჩუმად შემოიპარება გადაცმული ქვეყანაში, აქ კი ხვდება მისი ცოლის, პენელოპას მრავალი ხელის მთხოვნელი, რომლებიც დიდი ხანია, ცდილობენ პენელოპას „დათრევას“ და მათ გეგმებში ოდისევსის გამოჩენა საერთოდ არ შედიოდა, ისინი ყველანი ერთად ესხმიან თავს ოდისევსს დიდი გააფთრებით. ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები – ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავიანთ წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა, მე მაბრალებენ და ცდილობენ, ჩამწიხლონ და გამანადგურონ. ძალიან კარგი ფილმია! ყველას გირჩევთ, ნახოთ. რაც შემეხება მე, მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის. ჩემი ამოცანაა საქართველოს განვითარების გზაზე მყარად დაბრუნება, დანგრეული განათლების და ჯანმრთელობის სისტემების, სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა, რუსეთის დაშლიდან გამომდინარე, საფრთხეების მოგერიება და აფხაზეთის დაბრუნება. აი, ამ ყველაფრისთვის მართლაც ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ის ბოლოს ამ ყველაფერს შეეწიროს. აი, ასეთი ფილოსოფიური ტრაქტატი გამომივიდა“, – წერს სააკაშვილი.