დაიწყება ნათელი პერიოდი, რომელიც სავსე იქნება იღბლიანი დამთხვევებით… – ეზოტერიკოსი დროს ასახელებს

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი 24 აგვისტოს ენერგიაზე წერს.
„24 აგვისტო გარდატეხის წერტილი. ამ დღიდან დაიწყება ნათელი პერიოდი, რომელიც სავსე იქნება იღბლიანი დამთხვევებითა და საჭირო ადამიანებთან შეხვედრებით. გაჭიანურებული სირთულეები თანდათან დაიწყებს თავისით გაფანტვას. კითხვებზე, რომლებიც თვეების განმავლობაში უპასუხოდ იყო დარჩენილი, პასუხები გამოჩნდება. გაჩნდება გადაწყვეტილებები, რომლებზეც მანამდე არც კი გიფიქრიათ.
საქმიანობაში ახალი შესაძლებლობები გაიხსნება: მიმზიდველი შემოთავაზება, ახალი პროექტი ან მოულოდნელი მხარდაჭერა იქიდან, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდით. პირად ცხოვრებაში სითბო და ურთიერთგაგება შემოვა. საუბრები უფრო მშვიდი გახდება, გრძნობები — უფრო ღრმა, ხოლო ძველი უთანხმოებები თანდათან მოგვარდება.“ – წერს იოსელიანი.