მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 21:59
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – მძიმე ავარია გარდაბანში

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 20:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა. 

ავარიის შედეგად ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.