მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 21:00
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ავარია გურჯაანში – დაშავებულია ახალგაზრდა კაცი

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 19:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად, მამაკაცი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და Volkswagen-ის მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ის მიღებული დაზიანებებით, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.