მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 16:43
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„დღეს ჩემი დაბადების დღეა, არც ვიმალები, არც არსად ვიპარები, პირიქით, სიხარულით ვიღებ მილოცვებს“ – ზურაბ შევარდნაძე

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 15:17 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„დღეს ჩემი დაბადების დღეა, 47 წლის გავხდი,“ – წერს ბიოლოგ-ბოტანიკოსი, ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

შევარდნაძე აღნიშნავს, რომ ამ დღეს სიხარულით იღებს მილოცვებს, სტუმრებსა და საჩუქრებს და მადლობას უხდის ღმერთს ცხოვრების, სიყვარულისა და ბედნიერი დღეებისთვის.

„დღეს ჩემი დაბადების დღეა, 47 წლის გავხდი. არც ვიმალები, არც არსად ვიპარები, პირიქით, სიხარულით ვიღებ მილოცვებს, სტუმრებს და საჩუქრებს…რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ გამჩენი ღმერთის, ამდენი სიხარულისთვის სილამაზისთვის, სიყვარულისთვის, რაც ჩემთვის ასე გულუხვად გამოიმეტა. უსაშველოდ მადლიერი ვარ! ბედნიერი დღეები არ მოგაკლოთ მამაზეციერმა“, – წერს მებაღე.