მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 17:47
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ჰონკონგში შინაურ ცხოველებთან ერთად რესტორანში შესვლა უკვე ოფიციალურადაა შესაძლებელი

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 16:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ჰონკონგში შინაურ ცხოველებთან ერთად რესტორანში შესვლა უკვე ოფიციალურადაა შესაძლებელი. 8 ივლისს ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც 900-ზე მეტმა კვების ობიექტმა ოთხფეხა მეგობრების მასპინძლობა დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხოველებისთვის სპეციალური სასადილო სივრცეები იქნება გამოყოფილი. ინიციატივა სურსათისა და გარემოს ჰიგიენის დეპარტამენტის 90-კაციან ჯგუფს ეკუთვნის.

ახალი წესების მიხედვით, რესტორანში შეყვანილი ძაღლი პატრონს არაუმეტეს 1.5 სიგრძის საბელით უნდა ეჭიროს.  ასევე,  პატრონი ვალდებულია, ცხოველის ქცევა მუდმივად აკონტროლოს და იზრუნოს, რომ სხვა სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.