ევროპაში მოზარდი ქილერების ქსელი გამოავლინეს – შეკვეთილი მკვლელობების დეტალები და 280-ზე მეტი დაკავებული

ევროპის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც სოციალური ქსელებისა და მესენჯერების საშუალებით მოზარდებს შეკვეთილი მკვლელობებისთვის იყენებდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება „ფოქსტროტი“ ახალგაზრდებს დიდ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, თუმცა დავალების შესრულების შემდეგ უმეტესობა პოლიციას აკავებდა. ქსელს შვედეთში მოქმედ კრიმინალურ ავტორიტეტ რავა მაჯიდს უკავშირებენ, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ამჟამად თეირანში იმალება.
15-თვიანი საერთაშორისო ოპერაცია GRIMM, რომელშიც 11 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა, 280-ზე მეტი ეჭვმიტანილის დაკავებით დასრულდა. გამოძიების მონაცემებით, დაჯგუფება 2022 წლიდან 35-ზე მეტ მკვლელობასა და რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდება, მათ შორის კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას.
საქმემ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც შვედეთში 18 წლის თავდამსხმელმა შეცდომით სრულიად უდანაშაულო, 20 წლის სტუდენტი მოკლა.