მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 15:45
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„ვიტირე, ვიბღავლე, ბედნიერებისგან სად წავიდე, არ ვიცი“ – ნატა ვიბლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 14:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. შესაბამის განცხადებას ნატა ვიბლიანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ნატა ვიბლიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.