მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 01:25
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

თბილისის მერია: ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, მეტროსადგურები „რუსთაველი“, „ვაჟა-ფშაველა“, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი და მოხდა მიმდებარე მოსახლეობის ევაკუაცია, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები

Kvira.ge 15 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, – ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“.

„განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.

„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.

ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 0322 722222“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი