მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 02:22
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ექიმი ასახელებს 3 პროდუქტს, რომელიც სიმსივნეს იწვევს

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 01:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საუბრობს პროდუქტებზე, რომელიც სიმსივნეს იწვევს.

„ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას. ეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ისინი თქვენს შვილებს, ბავშვებისთვის ისინი კატეგორიულად არ შეიძლება და არც თქვენთვის. ესენია ბეკონი, „სალიამი“ და ჰოთდოგი.

ეს სამი პროდუქტი მიეკუთვნება კანცეროგენების პირველ ჯგუფს. ისინი ძალიან მაღალი ალბათობით გამოიწვევს
სიმსივნეების განვითარებას თუ მათ თქვენ მოიხმართ რეგულარულად. ეცადეთ, რომ არასდროს არ მიირთვათ.
სამივე მათგანი შეიცავს ნატრიუმის ნიტრატს და ნატრიუმის ნიტრიტს, ხორცი რომ არ გაფუჭდეს ამ ნივთიერებებს ამატებენ.

როდესაც ადამიანი მოიხმარს ამ პროდუქტებს, ისინი ჩვენს კუჭში, მოქმედებენ ამავე ხორცში არსებულ ამინომჟავებთან და წარმოქმნიან ნიტროზამინებს, რომლებიც ჩვენს მსხვილ ნაწლავში აზიანებენ უჯრედებს, მათ დეენემს იმგვარად, რომ ამ დეენემის აღდგენა შემდეგ შეუძლებელი ხდება და ადამიანს საბოლოო ჯამში ასაკთან ერთად უვითარდება მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ამიტომ ეს სამი პროდუქტი არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვებს…“ – ამბობს ღოღობერიძე.