თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ავარია მოხდა

თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიებას სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.