მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 19:43
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

თელავში, 5 წლის სანდრომ ველოსიპედის საყიდლად შეგროვებული თანხა მოხალისეებს გადასცა

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 18:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, 5 წლის სანდრო ბაბუხაძემ ველოსიპედის საყიდლად შეგროვილი ფული მოხალისეებს გადასცა.

მოხალისეთა დახმარების კარვის შექმნის ინიციატორი მაკა მოსიაშვილი წერს, რომ სანდრო მოხალისეებთან საკუთარი ყულაბით მივიდა.

„ვიცი, აქ ველოსიპედი ვერ ივლის და ამიტომ. ჯერ გზა უნდა გააკეთონ. მოხალისეებს მოგიტანეთ, რომ ჩემი ფული დახარჯოთ. ჯერ არ ვარ დიდი, რომ ფიზიკურად დაგეხმაროთო. ამ პატარა ბიჭმა დღეს ყველას შეგვახსენა, რომ დახმარებისთვის ასაკი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დიდი გული, რომელსაც სხვისი ტკივილი საკუთარ ტკივილად მიაქვს-ამბობს მოსიაშვილი.

მოხალისეთა დახმარების კარავი თელავში რამდენიმე დღეა დგას და მსურველებს საჭირო ნივთები, საკვები და თანხა მიაქვთ.

შეგახსენებთ, 12 ივლისს ადიდებულმა თელავის ხევმა კავკასიონის ქუჩა და ალაზნის გამზირი წალეკა, დატბორა სახლები და სავაჭრო ობიექტები, დაანგრია ინფრასტრუქტურა.