თიანეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თიანეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შაიზღუდება 17 ივლისს 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტშო, 12:00 – დან კი დუშეთის მუნიციპალიტეტში.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყდრიონი, ღულელები, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, მლაშე, ბაგა, ბაგიჭალა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.