მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 17:52
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„თუ შარდში ერთხელ მაინც შეამჩნიეთ სისხლი…” – უროლოგის გაფრთხილება

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 16:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

„გიდმედის” უროლოგი, მინდია ბაბალაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს. 

„თუ შარდში ერთხელ მაინც შეამჩნიეთ სისხლი, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ. შარდში სისხლის გამოჩენის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს – თირკმლის კენჭები, შარდსაწვეთის კენჭები, შარდის ბუშტის კენჭები, საშარდე გზების ინფექციები, აგრეთვე ონკოლოგიური დაავადებები. განსაკუთრებით საყურადღებოა უსიმპტომო ჰემატურია, ანუ ჩივილების გარეშე შარდში სისხლის აღმოჩენა. ნუ მიმართავთ თვითნებურ მკურნალობას ან ნუ დაელოდებით, რომ თავისით გაივლის, მიმართეთ აუცილებლად უროლოგს…“ – ამბობს ექიმი.