იორდანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, 5 ირანული დრონი ჩამოაგდეს

იორდანიის სამეფოსკენ გასროლილი 5 ირანული უპილოტო დრონი „ნეიტრალიზებულია“, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი იორდანიის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დრონების ნეიტრალიზება ეფექტიანად და ზუსტად განხორციელდა, ოპერატიული მოთხოვნებისა და დადგენილი თავდაცვითი პროცედურების შესაბამისად. ოპერაციას მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია,’’ – განაცხადა იორდანიის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის წარმომადგენელმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ბოლო დღეებში იორდანია ირანის სამიზნე რამდენჯერმე გახდა.