“ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა

სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც ადგილიდან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში მყოფებს მოსთხოვეს მაღაზიების ტერიტორია დაეტოვებინათ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია.