კაცმა 3 ნათესავი დაჭრა – რა მოხდა მარნეულში

მარნეულში კაცმა დაჭრა 3 ნათესავი, რომელიც მის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual. ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ალგეთის ტერიტორიაზე დღის პირველ ნახევარში მოხდა.
მათივე ცნობით, დაშავებულები მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.