მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 05:48
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

Kvira.ge 10 აგვისტო, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.

7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:30 საათის შემდეგ, კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, სან-ხოსე-დელ-პალმარის მახლობლად დაფიქსირდა.

ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობამ შენობები და საცხოვრებელი სახლები როგორც კოლუმბიაში, ისე მეზობელ ეკვადორშიც დატოვა.

ასევე, მიწისძვრის შედეგად ქალაქ კალიში 20-მდე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

კომენტარები

კომენტარი