მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:40
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მარშრუტები იცვლება – სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის

Prime Time 21 ივლისი, 2026 · 22:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 22 ივლისიდან რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მარშრუტების ცვლილება განხორციელდება.

 რუსთავში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ხუთი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით;

 თელავში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტებიდან ორი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტებით.

ასევე „C“ კატეგორიისთვის და „C1“ /„D1“ ქვეკატეგორიებისთვის განკუთვნილი მარშრუტი ჩანაცვლდება ახალი მარშრუტით.

საჩხერეში – სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი მარშრუტები სრულად ჩანაცვლდება ოთხი ახალი მარშრუტით.
 მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://shorturl.at/mAkkE“.