„მოსამართლემ გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ბრალდებული თავად გამოცხადდა საპოლიციო დაწესებულებაში, აღიარა ჩადენილი ქმედება და მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში“ – ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმის პროკურორი

“ბრალდების მხარე აპელირებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, შესაბამისად, ეს არის ის საფრთხე, რაც მიგვაჩნია, რომ არსებობს საქმეში ობიექტურად, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ვითხოვდით გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია გირაოს ნაწილში,” – ამის შესახებ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმის პროკურორმა, დავით დევიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ, ამ ეტაპზე, ბრალდებული თავად გამოცხადდა საპოლიციო დაწესებულებაში, აღიარა ჩადენილი ქმედება და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში.
“ასევე, [მოსამართლემ] განმარტა, რომ ვინაიდან ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს კვეთა აქვს სისხლის სამართალთან, ეს მიიღო თვალთახედვაში და, შესაბამისად, მას შეუფარდა გირაო, 5000 ლარის ოდენობით. სწორედ ამ რისკიდან გამომდინარე განმარტა, რომ არ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენება,” – აცხადებს პროკურორი დავით დევიძე.