ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

მარტივად რომ ვთქვათ, ამ რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისების გამო „ჯივინოსტატი“ სადღეისოდ ითვლება ყველაზე იმედის მომცემ მედიკამენტად, – განუცხადა „ქრონიკას“ ნევროლოგმა სოფიო ბახტაძემ.
ექიმმა იმ დადებით თვისებებზე ისაუბრა, რაც მედიკამენტს ახასიათებს.
„ეს [წამალი] მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარშეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან. მნიშვნელოვნად გადაავადებს იმ გართულებებს, რომელიც ამ დაავადებას ახლავს თავს. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ სასუნთქი გზების მხრივ პრობლემებს, რომელიც ამ დაავადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მარტივად რომ ვთქვათ, ამ რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისების გამო „ჯივინოსტატი“ სადღეისოდ ითვლება ყველაზე იმედის მომცემ მედიკამენტად“, – აღნიშნა ბახტაძემ.
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს – ხელშკრულება გაფორმებულია.