რამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა – შეცდომები, რომლებსაც კონტაქტური ლინზების ხმარების დროს ვუშვებთ

კონტაქტური ლინზები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ერთი შეხედვით უვნებელმა ჩვევებმა შესაძლოა თვალის მძიმე ინფექციები და მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს. ოფთალმოლოგები ლორეტა შჩოტკა-ფლინი და დებორა ჯეიკობსი გამოყოფენ სამ მთავარ შეცდომას, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად უშვებენ:
1. ცურვა ან შხაპის მიღება კონტაქტური ლინზებით
ექიმები კონტაქტური ლინზებით ცურვასა და წყალთან კონტაქტს მძიმე გართულებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ.
რისკი წყალში: ღია წყალსაცავები, ზღვა, მდინარე და აუზები სავსეა ბაქტერიებით, ვირუსებითა და ამებებით. ლინზის ზედაპირთან შეხებისას ეს მიკროორგანიზმები თვალის სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
რეკომენდაცია: წყალში შესვლამდე ლინზები აუცილებლად მოიხsენით ან გამოიყენეთ მჭიდროდ მორგებული სათვალე. ცურვის შემდეგ ლინზები დაუყოვნებლივ უნდა დამუშავდეს ან შეიცვალოს.
2. ონკანის წყლით ან სახლში დამზადებული ხსნარით გარეცხვა
საფრთხეს მხოლოდ ღია წყალი არ წარმოადგენს – საშიშია ჩვეულებრივი ონკანის წყალიც.
რატომ არის საშიში: მიუხედავად იმისა, რომ ონკანის წყალი დასალევად უსაფრთხოა, ის არ არის სტერილური. ზუსტად ამ მიზეზით, მკაცრად აკრძალულია ლინზების ონკანის წყლით ან სახლში მომზადებული მარილიანი ხსნარით გარეცხვა.
რეკომენდაცია: ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური, სტერილური დანიშნულების ხსნარები. განაგრძეთ კითხვა…