მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 00:21
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

რა ვითარებაა ვერაზე იმ ადგილას, სადაც სროლა იყო და რა ახალი დეტალებია ცნობილი?

Ambebi.ge 22 ივლისი, 2026 · 23:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, სადაც სროლა იყო, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პოლიცია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს. შანიძის ქუჩაზე 4-5 სხვადასხვა მონაკვეთი სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.

  • საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზეც, სადაც გაჩერებულია “ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილი. მანქანას რამდენიმე ტყვიის კვალი ეტყობა.

ადგილობრივების განცხადებით, სროლის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.