მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 21:31
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია წვიმა” – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება: რომელ რეგიონებში უნდა ველოდოთ ელჭექს, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას?

Ambebi.ge 8 აგვისტო, 2026 · 19:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

  • ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.