მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 01:39
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 00:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

„ამა წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა.

დეკანოზი თეოდორე დაიკრძალება სამშაბათს, 11 აგვისტოს, 15:00 საათზე ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ქუთაის-გაენათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეოდორე“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.